საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელთან

2022 წლის 21 ოქტომბერს, ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელთან იან მარიანთან. 

საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგს და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესს. ამასთან, საუბარი შეეხო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კუთხით ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს. 

ჩეხმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

Occupied Territories of Georgia 

eVISA portal