საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კარლის უნივერსიტეტში გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის საუნივერსიტეტო კლასტერის დაფუძნების ცერემონია

2022 წლის 19 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭოს ჩეხეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში, კარლის უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა აღმოსავლეთ პარტნიორობის საუნივერსიტეტო კლასტერის დაფუძნებას. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მოლდოვის, საქართველოს და უკრაინის 11 უნივერსიტეტმა. ცერემონიაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდა ჩეხეთში საქართველოს ელჩი, მარიამ რაქვიაშვილი. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის საუნივერსიტეტო კლასტერის ინიციატივა, როგორც საპილოტე პროექტი, ითვალისწინებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უნივერსიტეტების თანამეგობრობის შექმნას განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. 

Occupied Territories of Georgia 

eVISA portal