შეხვედრა ჩარლზის უნივერსიტეტის რექტორთან
21 მარტს, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა მაისურაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ჩეხეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის, ჩარლზის უნივერსიტეტის რექტორთან, მილენა კრალიჩკოვასთან.
ხაზი გაესვა, საქართველოს და ჩეხეთს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ელჩი გაეცნო უნივერსიტეტის მიერ უცხოელი სტუდენტებისთვის შეთავაზებულ პროგრამებს და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხზე.
დაფიქსირდა, ჩარლზის უნივერსიტეტის ხელშეწყობით, აგრეთვე აკადემიური წრეების და სტუდენტების მონაწილეობით, საქართველოს შესახებ სხვადასხვა სახის ღონისძიების გამართვის ორმხრივი მზადყოფნა.