საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან

2023 წლის 17 იანვარს, ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან პაველ ფიშერთან.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად რეგიონში შექმნილ  ვითარებას, უსაფრთხოების გამოწვევებს და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

 სენატორმა  მაღალი შეფასება გაუკეთა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ   ურთიერთობებს და მადლობა გადაუხადა ელჩს  ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

Occupied Territories of Georgia 

eVISA portal