საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მასარიკის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა

ჩეხეთ საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების  30 წლისთავის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 14 დეკემბერს, მასარიკის უნივერსიტეტის ადრეული შუა საუკუნეების კვლევით ცენტრში, შოთა რუსთაველის კაბინეტში, ქართველი მოქანდაკის გურამ ნიკოლაძის მიერ ბრინჯაოში შესრულებული შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. 

ღონისძიების ფარგლებში, ასევე  გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მასარიკის უნივერსიტეტს შორის.  ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, ჩეხეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, ჩეხეთში საქართველოს საპატიო კონსულს ონდრეი სვობოდას და ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზებს" პროექტის მხარდაჭერისთვის. 

Occupied Territories of Georgia 

eVISA portal