საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ჩეხეთში

2022 წლის 3-7 ოქტომბერს, საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრ-სამრეწველო პალატების ერთობლივი პროექტის ფარგლებში „ბიზნეს ორგანიზაციების უნარების გაძლიერება“, იმართება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ჩეხეთში.

ვიზიტის ფარგელბში, 4 ოქტომბერს, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით,  შეხვედრა გაიმართა ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწეველო პალატაში  ქართული და ჩეხური ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს შორის.  შეხვედრის ფარგლებში, პრეზენტაცია გააკეთა ჩეხეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, ნინო მჭედლიძემ.

ამასთან, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან. 

Occupied Territories of Georgia 

eVISA portal