საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მასარიკის უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე

ა.წ. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საელჩოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, მასარიკის უნივერსიტეტის სოციალურ სწავლებათა ფაკულტეტზე, გაიმართა დისკუსია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თემაზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ აკადემიური და კვლევითი წრეების წარმომადგენლები. 

დისკუსიის ფარგლებში, ელჩმა, მარიამ რაქვიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, მის მიმდინარეობაზე, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების განაცხადზე და ქართული მხარის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ ნაბიჯებზე. აღნიშნულ კონტექსტში, ყურაღება გამახვილდა ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარეობის მნიშვნელობაზე. 

საელჩოს მოწვევით, დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ლიეტუვის ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში ლაიმონას ტალატ კელპშამ, რომელმაც ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

Occupied Territories of Georgia 

eVISA portal