2022 წლის 25 მაისს, საქართველოს ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა შეხვედრა გამართა მასარიკის უნივერსიტეტის რექტორ, ბატონ მარტინ ბარეშთან. შეხვედრაზე საუბარი მასარიკის უნივერსიტეტის ადრეული შუა საუკუნეების კვლევითი ცენტრის ბაზაზე შოთა რუსთაველის კაბინეტის გახსნის საკითხსა და ორ ქვეყნას შორის აკადემიურ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.