2021 წლის 14 დეკემბერს, ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან ვლადიმირ დლოუჰისთან. Შეხვედრის დროს ელჩმა ჩეხურ მხარეს წარუდგინა ჩეხეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის ახალი პრეზიდენტი ნინო მჭედლიძე.
Მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე და 2022 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე.