საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარესთან მარეკ ჟენიშეკთან

2022 წლის 20 იანვარს, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარესთან მარეკ ჟენიშეკთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩეხეთისა და საქართველოს პარლამენტებს შორის არსებულ თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს. ამასთან, განხილულ იქნა ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს 2022 წლის თავმჯდომარეობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

კომიტეტის თავმჯდომარემ დაადასტურა ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ.  

Occupied Territories of Georgia 

eVISA portal