ურთიერთობები საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის
საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 1 იანვარს.
2006 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გაიხსნა საქართველოს საელჩო.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ჩეხეთის რესპუბლიკაში:
- მარიამ რაქვიაშვილი 2018 - დღემდე
- ზაალ გოგსაძე 2013 - 2018.
- ნინო ნაკაშიძე 2008 – 2013;
- ვლადიმერ ჭიპაშვილი 2007 – 2008;
- კარლო სიხარულიძე 2006 – 2007;
- გიორგი არსენიშვილი 2001 – 2004 (რეზიდენციით ვენა).
2000 წელს საქართველოში გაიხსნა ჩეხეთის საელჩო.
ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:
- პეტრ მიკისკა (Petr Mikyska) 2019 - დღემდე
- ტომაშ პერნიცკი (Tomáš Pernický ) 2014 - 2018.
- ივან იეჟშტრაბი (Ivan Jestřáb) 2008 – 2013;
- იოზეფ ვრაბეცი (Jozef Vrabec) 2004 - 2008;
- ირჟი ნეკვასილი (Jiri Nekvasily) 2000 – 2004;