ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ძვირფასო სტუმრებო,

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ საელჩოს საქმიანობას, მოიძიოთ ინფორმაცია საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ორმხრივი ურთიერთობების, საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების, ისევე როგორც, საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და საკონსულო საკითხების შესახებ.

საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 1 იანვარს დამყარდა. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი 2006 წელს პრაღაში საქართველოს საელჩოს გახსნამ. საქართველო და ჩეხეთის რესპუბლიკა მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები საერთო ინტერესებსა და ფასეულობებზეა დაფუძნებული.

საქართველოსათვის მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა, ისევე როგორც, ჩეხეთის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის პროცესში შეძენილი გამოცდილების გაზიარება.

საქართველოს საელჩო ემსახურება საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გაძლიერების მიზანს. საელჩოს გახსნის დღიდან, არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება იქნა მიღწეული, განხორციელდა მთელი რიგი მაღალი დონის ვიზიტები და დამყარდა უაღრესად მნიშვნელოვანი კონტაქტები სხვადასხვა დონეზე. საელჩო აქტიურად თანამშრომლობს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან, მთავრობასთან, სამინისტროებთან, ფინანსურ, ეკონომიკურ და კულტურულ ინსტიტუტებთან, ისევე როგორც, არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

საქართველოს საელჩო მთელი მისი შემადგენლობით, მზად არის დახმარება აღმოუჩინოს ვებ-გვერდის სტუმრებს, საქართველოს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ საელჩოს ფეისბუქის გვერდს.

ვებ-გვერდის საშუალებით, რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას საელჩოში დაგეგმილი ღონისძიებების, საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ჩეხ პარტნიორებთან თანამშრომლობის თაობაზე.

  

ზაალ გოგსაძე

საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ