ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

1.06.2017 ნიუ-იორკი, აშშ - ​2017 წლის 1 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".

განთავსების თარიღი: 02.06.2017
 

ა.წ. 30 მაისს, ქ. პრაღაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის, სახელმწიფო უწყებების, კულტურისა და აკადემიური წრეების, ჩეხეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბ-ნმა ზაალ გოგსაძემ.

განთავსების თარიღი: 31.05.2017
 

23-24 მაისს, პრაღაში, გაიმართა საქართველო-ჩეხეთის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მესამე სხდომა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ჩეხეთის ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ ბარტლი უძღვებოდნენ.

განთავსების თარიღი: 24.05.2017
 

 

განთავსების თარიღი: 22.05.2017
 

16 მაისს, პრაღაში გაიმართა საგანგებო დავალებათა ელჩის შოთა ღვინერიას შეხვედრები ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორ პაველ ვაჩეკთან, მინისტრის უმცროს მოადგილესთან, გაეროს დეპარტამენტის დირექტორ ივან იესტრჟაბთან და ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იანა ჰინკოვასთან. 

განთავსების თარიღი: 17.05.2017
 

2017 წლის 13 მაისს, პრაღა 6-ის გამგეობის ორგანიზებით, გაიმართა ფესტივალი „Festival Ambasád Food & Culture”, რომელშიც მონაწილეობა 30-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო.

განთავსების თარიღი: 15.05.2017
 

2017 წლის 26-27 აპრილს, პრაღას სამუშაო ვიზიტით ეწვია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, რომელმაც უხელმძღვანელა ვიზიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგ რაუნდს საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის. კონსულტაციებს ჩეხეთის მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაკუბ დიური.

განთავსების თარიღი: 28.04.2017
 
განთავსების თარიღი: 26.04.2017
 
განთავსების თარიღი: 20.04.2017
 

 

განთავსების თარიღი: 09.04.2017
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ