ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
2017 წლის 28-29 ნოემბერს, ქ. თბილისში გაიმართება მაღალი დონის ფორუმი „Tbilisi Belt and Road Forum

2017 წლის 28-29 ნოემბერს, ქ. თბილისში, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით გაიმართება მაღალი დონის ფორუმი „Tbilisi Belt and Road Forum", რომელიც 2015 წლის 15-16 ოქტომბერს საქართველოში გამართული „აბრეშუმის გზის ფორუმის" შემდგომ აღნიშნული ხასიათის რიგით მეორე მაღალი დონის ღონისძიებაა.

მიმდინარე წელს ფორუმი უმასპინძლებს 1000-ზე მეტ პოლიტიკურ ლიდერს, დიპლომატს, ექსპერტს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენელს და დაეთმობა აღმოსავლეთიდან ევროპის მიმართულებით სახმელეთო და საზღვაო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების და ამ დერეფნების გასწვრივ მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს. ასევე, გაიმართება მსჯელობა რეგიონული და გლობალური ვაჭრობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორების შესახებ, მათ შორის, ყურადღება გამახვილდება ისეთ თემებზე, როგორებიცაა ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერცია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკის სექტორი.

ასევე, ფორუმი ითვალისწინებს ბიზნეს წრეების წარმომადგენელთა ინდივიდუალურ შეხვედრებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ფორუმის ოფიციალურ ვებ-გვერდს: http://www.tbilisibrf.gov.ge

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ