ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩებს შეხვდა

13.07.2017 ბათუმი - საერთაშორისო კონფერეციის \\\"საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნელყოფის\\\" ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა შვედეთის სამეფოს, ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის რესპუბლიკების „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩებთან. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები. ელჩები მიესალმნენ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს და გატარებულ კომპლექსურ რეფორმებს, განსაკუთრებით სავიზო ლიბერაზალიციის კუთხით, რის შედეგადაც საქართველომ დამსახურებულად მიიღო უვიზო რეჟიმი.

ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, რომლის მიზანი მოსახლეობისათვის ხელშესახები სარგებლის მოტანაა.შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ა.წ. 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინებზე. ხაზი გაესვა, რომ სამიტმა ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირსა და აღმოსვლეთ ევროპულ პარტნიორ ქვეყნებს შორის  შედეგებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას და დასახოს ურთიერთობების გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლს და მისი მხრიდან მეტი ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის კუთხით.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ