ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან

13.07.2017 ბათუმი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან იაკუბ დიურთან, რომელიც ბათუმს სტუმრობს საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობისთვის. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს და სხვადასხვა მიმართულებით განვითარებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ორმხრივი ვიზიტების და შეხვედრების აქტიური დინამიკა და ხელი შეუწყონ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, რისი პოტენციალიც ქვეყნებს შორის, საკმაოდ დიდია.

განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები და ამ მიმართულებით, ბოლო დროს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ვიცე-პრემიერმა ჩეხ დიპლომატს გააცნო ქართული მხარის დღის წესრიგი და მოლოდინები ნოემბერში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით.

თავის მხრივ ჩეხეთის მხარემ, ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმები და სრულად გაიზიარა ქართული მხარის ხედვები და მოლოდინები მომავალ სამიტთან დაკავშირებით.შეხვედრეაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა აღნიშნული გამოწვევის ფონზე მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ საერთაშორისო დონეზე თანადგომის და სოლიდარობის მნიშვნელობას.  იაკუბ დიურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიოტიტეტებისადმი. 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ