ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მარტინ სტროპნიცკის ვიზიტი საქართველოში

21-23 ივნისს გაიმართა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მარტინ სტროპნიცკის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში მარტინ სტროპნიცკი შეხვდა ქართველ კოლეგას, ლევან იზორიას. მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მარტინ სტროპნიცკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების მიმართ. მან საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორად მოიხსენია და ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა დადებითად შეაფასა. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ საქართველო არსებული მდგომარეობის მიუხედავად, წარმატებით ვითარდება. შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ჩეხი ექსპერტების ჩართულობასაც შეეხო. 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა საზეიმოდ გახსნეს ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის ძეგლი. ასევე, ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების მიერ გაიმართა პრეზენტაციები.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ