ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა პრაღას ეწვია

2017 წლის 9 ივნისს, პრაღაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ მონაწილეობა მიიღო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაში, რომელზეც განხილულ იქნა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პერსპექტივები და ევროპული თავდაცვის შესაძლებლობები.

ღონისძიების პარალელურად, დავით დონდუამ შეხვედრები გამართა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან,  იაკუბ დიურთან, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და პოლიტიკურ დირექტორთან, ივო შრამეკთან და ევროპულ საკითხებში ჩეხეთის მთავრობის სახელმწიფო მდივნის  მოვალეობის შემსრულებელთან, იან კრალთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები და ამ თვალსაზრისით საქართველოს პრიორიტეტები. დავით დონდუამ ჩეხ კოლეგებს გააცნო მიმდინარე წლის ნოემბერში, ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მხარის მოლოდინები. მხარეებმა ისაუბრეს ასევე საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე და სამომავლო გეგმებზე. ჩეხეთის მხარემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის შესახებ. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. მინისტრის მოადგილემ ჩეხ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე მდგომარეობის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების  მიმდინარეობისა და კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის თაობაზე. 

 

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ