ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში გამართული შეხვედრის შესახებ


5.10.2016 თბილისი - თბილისი - ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების (COREPER) დონეზე, სადაც განხილულ იქნა ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადება 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს  საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის  შემოღებას.  შეხვედრის ფარგლებში წევრი ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას და მიღწეულ იქნა სრული კონსენსუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ წევრი ქვეყნების პოზიცია ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებისათვის შეთანხმებულია.
ამასთანავე შეხვედრაზე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას - სლოვაკეთს მიენიჭა მანდატი, რომლის საფუძველზეც გამართავს კონსულტაციებს ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან რეგულაციის ცვლილების  საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით. რის შემდეგაც ცვლილებას კენჭი ეყრება ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე.   წევრ ქვეყნებს შორის დღეს მიღწეული შეთანხმება გახლავთ გადამწყვეტი ნაბიჯი ევროკავშირის საბჭოს მინისტრების საბოლოო ოფიციალური გადაწყვეტილებისათვის, რომელიც ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს საკითხზე კენჭისყრის შემდეგ იქნება მიღებული.  საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება დღეს მიღწეულ უმნიშვნელოვანეს შედეგს რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების კიდევ ერთი აღიარებაა და ზოგადად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს.
ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედებისათვის აუცილებელი პროცედურა დროულად დასრულდება.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ