საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

იმერეთის რეგიონის დელეგაცია ზლინის მხარეს ეწვია

2017 წლის ნოემბრის დასაწყისში, იმერეთის რეგიონის დელეგაცია გუბერნატორის, ბ-ნი გივი ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით ჩეხეთის რესპუბლიკის ზლინის მხარეს ეწვია.

სტუმრობის მიზანი იყო იმერეთის რეგიონის დამეგობრება ზლინის მხარესთან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ზლინის მხარის გუბერნატორთან და ასევე, შედგა ბიზნეს ფორუმი - მრგვალი მაგიდის ფორმატით, რაშიც ზლინის მხარეში დარეგისტრირებულმა ოცდაშვიდმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ ისაუბრა საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ, ხოლო დელეგაციის წევრებმა ბიზნესმენებს იმერეთის რეგიონის ბიზნეს კლიმატი და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს.