საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საერთაშორისო საქველმოქმედო საშობაო ფესტივალი

2017 წლის 26 ნოემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საქველმოქმედო საშობაო ფესტივალში, რომელიც, ტრადიციულად, გაიმართა ჩეხეთში არსებული დიპლომატების მეუღლეების ასოციაციის ორგანიზებითა და ჩეხეთის პირველი ლედის, ქ-ნი ივანა ზემანოვას პატრონაჟით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული კუთხე, სადაც გამოფენილ იქნა ქართული სუვენირები, ალჰოკოლური სასმელები, ჩაი, ჩურჩხელები, მინერალური და გამაგრილებელი სასმელები.