საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ხატია და გვანცა ბუნიათიშვილების კონცერტი პრაღაში

28 ნოემბერს, ქ. პრაღაში, ყოველწლიური ფესტივალის „პრაღის გაზაფხული“ და რუდოლფ ფირკუშნის სახელობის რიგით მეხუთე საფორტეპიანო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს საელჩოს პატრონაჟით, გაიმართა ქართველი პიანისტების, ხატია და გვანცა ბუნიათიშვილების კონცერტი. ქართველი პიანისტების შესრულებას სავსე დარბაზი ოვაციით შეხვდა. კონცერტის შემდეგ, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით და კომპანიის „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“ (KTW) სპონსორობით, ქართველი პიანისტების პატივსაცემად გაიმართა მიღება, რასაც ესწრებოდნენ საქართველოს საელჩოს, ჩეხეთის პოლიტიკური და კულტურული წრეების წარმომადგენლები.