საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან მილოშ ვისტრჩილთან

2022 წლის 26 აპრილს, საქართველოს ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილმა  შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის  პრეზიდენტთან მილოშ ვისტრჩილთან.
საუბარი შეეხო საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და სენატის პრეზიდენტის მაისში დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში, რომელიც ეკონომიკური ხასიათის მნიშვნელოვან აქტივობებს მოიცავს. 
მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

Occupied Territories of Georgia 

eVISA portal