2022 წლის 7 აპრილს, საქართველოს ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ახლად დანიშნულ დეკან ევა ლეჰეჩკოვასთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კარლის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის სწავლების საკითხს და ორ ქვეყნას შორის აკადემიურ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს.