საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა გამართა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან იან კოჰოუტთან.

2021 წლის  22 ივნისს, საქართველოს ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილმა, ჩეხეთში აკრედიტებულ უკრაინის და მოლდოვას ელჩებთან ერთად, შეხვედრა გამართა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან იან კოჰოუტთან.

საუბარი შეეხო ევროკავშირის სამი ასოცირებული ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 17 მაისს ხელმოწერილ ურთიერთგაგების მემორანდუმსასოცირებული ტრიო“- დაფუძნების თაობაზე

შეხვედრაზე ჩეხეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სრული მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვსადმი ევროინტეგრაციის პროცესში.