საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მიკულაშ ბეკთან

2021 წლის 25 მაისს, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის  ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მიკულაშ ბეკთან.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებს და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალთან დაკავშირებით ორივე მხარის ხედვებსა და მოლოდინებს.