საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სპეციალური აქცია პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემასთან დაკავშირებით.

გაცნობებთ, რომ, 24 მაისიდან 7 ივნისამდე, ჩვენს გენერალურ საკონსულოში პირადობის ელექტრონული მოწმობის ან/და ბიომეტრიული პასპორტის მოთხოვნისას იმოქმედებს აქცია:

  • პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა უფასოდ;
  • ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა 50% ფასდაკლებით ($65).

პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ, ერთ-ერთ პირობას: 

  • არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
  • ფლობს პირადობის არაელექტრონულ მოწმობას (თუნდაც მოქმედს);
  • მის სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონულ მოწმობა გაუქმებულია ან მოქმედების ვადა 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის.

ბიომეტრიულ პასპორტს,  ნახევარ ფასად (65 დოლარად) მიიღებს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ, ერთ-ერთ პირობას:

  • არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;
  • ფლობს არაბიომეტრიულ პასპორტს (თუნდაც მოქმედს);
  • მის სახელზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტი გაუქმებულია ან მოქმედების ვადა 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის.

შეგახსენებთ, რომ, საკონსულოში პასპორტის მისაღებად აუცილებელია ვიზიტის დაჯავშნა ვებ-გვერდზე:  www.geoconsul.gov.ge