საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ონლაინ დისკუსია თემაზე -„რუსული პროპაგანდა პანდემიის პერიოდში“.

2021 წლის 30 მარტს, საქართველოს საელჩოს და არასამთავრობო ორგანიზაცია „პრაღის საზოგადოება საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ დისკუსია თემაზე -„რუსული პროპაგანდა პანდემიის პერიოდში“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გენერალი პეტრ პაველი, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ჩეხეთის გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი;  ცირილ სვობოდა, ჩეხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ყოფილი ვიცე პრემიერ მინისტრი, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების და ჩეხეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ელჩმა, მარიამ რაქვიაშვილმა სიტყვით მიმართა დისკუსიის მონაწილეებს და დეტალურად ისაუბრა საქართველოში არსებულ რუსული პროპაგანდის მაგალითებზე კოვიდ-19-ის პანდემიის დროს.