საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საკონსულო სამსახურის განცხადება მომსახურების წესების ცვლილებების შესახებ!

ჩეხეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის (COVID-19-) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 2 ნოემბრიდან, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, საკონსულო სამსახური გადადის მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს ადგილზე (უშუალოდ საკონსულო დაწესებულებაში) მომსახურების შეზღუდვებს.


საკონსულოში მიღება იწარმოებს წინასწარი ჩაწერით კვირაში ორი დღე: ორშაბათი და ოთხშაბათი 10:00 დან 14:00 საათამდე.


საკონსულოში ვიზიტი უნდა დაგეგმოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka.


- მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს);


- მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს;


- მოქალქე საკონსულო დაწესებულებაში მომსახურების მისაღებად უნდა გამოცხადდეს დამცავი ატრიბუტიკით (პირბადე და ..);


- მოქალქე ვალდებულია საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება;


გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს:


საკონსულოს ცხელი ხაზი: +420 777 222 053.

[email protected]