საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა სენატის პრეზიდენტთან

2020 წლის 29 ივლისს, საქართველოს ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან მილოშ ვისტრჩილთან.

საუბარი შეეხო საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და ვიზიტების გაცვლის აქტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას.

ელჩმა ჩეხეთის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესზე და ოკუპირებულ რეგიონებში, პანდემიის პერიოდში, რუსეთის საოკუპაციო ძალების გახშირებულ პროვოკაციებზე.

მილოშ ვისტრჩილმა დაადასტურა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერა და მზადყოფნა გამოხატა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით