საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ჩეხეთში კორონავირუსის გავრცელების მაღალი საფრთხის გამო, 2020 წლის 13 მარტს ჩეხეთის მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა 30 დღით.

დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დაწესდა შემდეგი შეზღუდვები:

- მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან სასურსათო და ფარმაცევტულის გარდა, დაიკეტა ყველა მაღაზია. შეზღუდვა ასევე არ შეეხო ბენზინგასამართ პუნქტებსა და პრესის ჯიხურებს;

- მუშაობა შეწყვიტა ყველა მუზეუმმა, კინოთეატრმა, სპორტდარბაზმა და სხვა გასართობმა დაწესებულებამ;

- შეჩერდა ქვეყნის ყველა საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და გასართობი დაწესებულებების საქმიანობა;

- შეწყდა სარკინიგზო და საავტობუსო მიმოსვლა;

- 16 მარტიდან ჩეხეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ ჩეხეთის ტერიტორიის დატოვება;

- 16 მარტიდან  ბინადრობის მქონე პირებს ეძლევათ საშუალება დატოვონ ჩეხეთის ტერიტორია, თუმცა ვერ შეძლებენ დაბრუნებას საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე;

- 16 მარტიდან იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩეხეთში შემოსვლა;

- 16 მარტიდან ჩეხეთის ტერიტორიაზე შემომსვლელი ჩეხეთის მოქალაქეები გაივლიან 14-დღიან კარანტინს. დაუმორჩილებლობა დაისჯება ჯარიმით.

- იზღუდება საერთაშორისო ავია მიმოსვლა;

- ამოქმედდება (შენგენი) შიდა სასაზღვრო კონტროლი ყველა საზღვარზე;

 

საქართველოს საელჩო მოგიწოდებთ დაიცვათ ჩეხეთში საგანგებო ვითარების გამოცხადებით ამოქმედებული უსაფრთხოების წესები!!!

 

COVID19-ის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენი ადგილსამყოფელი რეგიონის და/ან ქალაქის მიხედვით შესაბამის საავადმყოფოს ცხელი ხაზის ნომერზე.

- ცხელი ხაზის ნომრები მითითებულია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://koronavirus.mzcr.cz/dulezite-kontakty/ 

 

- ჩეხეთის ჯანმრთელობის სახელმწიფო ინსტიტუტის ცხელი ხაზის ნომრები: + 420 724 810 106 ან 420 725 191 367.

http://hygpraha.cz/

 

- ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი: https://www.mzcr.cz/

 

- ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი/ყველაფერი კორონავისრუსის შესახებ: https://koronavirus.mzcr.cz/

 

- ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: https://www.mzv.cz/…/x2020_03_07_questions_and_answers_in_r…

 

- ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: https://www.mvcr.cz/…/ministery-interior-czech-republic.aspx

 

- საკონსულოს ცხელი ხაზი მოქმედებს 24 საათიან რეჟიმში: +420 777 222 053;