საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ვიცე-დეკანთან მარკეტა კრჟიჟოვასთან.

12 დეკემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ვიცე-დეკანთან მარკეტა კრჟიჟოვასთან.
მხარეებმა ისაუბრეს ფილოსოფიის ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპული ენების დეპარტამენტის ბაზაზე, ქართული ენისა და კულტურის ისტორიის სწავლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ამ მიმართულებით გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე.