საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ !

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ! 

გაცნობებთ, რომ 2019 წლის 4 ოქტომბერს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა 2020 წლის 31 დეკემბრამდე. 

კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მოიპოვეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით შეუძლიათ მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს/საკონსულოებს, იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე.