საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„საქართველოს ახალგაზრდა ელჩების" შესარჩევი კონკურსი

2019 წლის 31 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებსსაქართველოს ახალგაზრდა ელჩებისპროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაქართველოს ახალგაზრდა ელჩებისპროგრამა საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით, გახდნენახალგაზრდა ელჩებიდა ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.

ახალგაზრდა ელჩებისმთავარი ამოცანაა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელების საშუალებით, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს  ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ და საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის გაფართოება.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ავსტრიის რესპუბლიკაში; აზერბაიჯანში; ამერიკის შეერთებულ შტატებში; ბელარუსში; ბელგიის სამეფოში; ბულგარეთში; გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; დანიაში; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში; ესპანეთის სამეფოში; ესტონეთში; თურქეთის რესპუბლიკაში; იაპონიაში; ირლანდიაში; ისრაელის სახელმწიფოში; იტალიის რესპუბლიკაში; კანადაში; კვიპროსზე; კორეაში; ლატვიაში; ლიეტუვაში; მალტაზე; მოლდოვაში; ნიდერლანდების სამეფოში; ნორვეგიაში; პოლონეთის რესპუბლიკაში; საბერძნეთის რესპუბლიკაში; საფრანგეთის რესპუბლიკაში; უკრაინაში; უნგრეთში; ფინეთში; შვეიცარიაში; შვედეთის სამეფოში; ჩინეთში; ჩეხეთის რესპუბლიკაში მოღვაწე 18-დან 29-წლამდე საქართველოს მოქალაქეებს.

კონკურსის შედეგად შერჩეულიახალგაზრდა ელჩებისმონაწილეობით, საქართველოში გაიმართება, ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიცახალგაზრდა ელჩებიწარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას. ასევე, შეხვდებიან კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკის, დიპლომატიური და სხვა სექტორების წარმომადგენლებს.

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად იხილეთ:

 

🔗 ახალგაზრდა ელჩების პროგრამაhttp://gov.ge/s/15113

🔗 საკონკურსო განაცხადიhttp://gov.ge/s/5ada8