საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

20-22 ოქტომბერს, პრაღაში გაიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის და თბილისის სამხატვრო აკადემიის კანცლერის კახა ტრაპაიძის ვიზიტი.

20-22 ოქტომბერს, პრაღაში გაიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის და თბილისის სამხატვრო აკადემიის კანცლერის კახა ტრაპაიძის ვიზიტი.

ვიზიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრა ჩეხეთის ეროვნული მემკვიდრეობის ინსტიტუტის გენერალურ დირექტორთან ნადეჟდა გორიცკოვასთან.

მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და აღრიცხვის მიმართულებით მათი სააგენტოების მუშაობასთან  დაკავშირებით და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.