საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 20 თებერვალს, საქართველოს ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან იაროსლავ კუბერასთან.

2019 წლის 20 თებერვალს, საქართველოს ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან იაროსლავ კუბერასთან.
საუბარი შეეხო საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა 2018 წელს, იაროსლავ კუბერას საქართველოში განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით გაიმართა.
ელჩმა ჩეხეთის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე და მადლობა გადაუხადა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის, რაც საკანონმდებლო ორგანოს რეზოლუციებითაც დასტურდება.

იაროსლავ კუბერამ დაადასტურა ჩეხეთის მხარის მზადყოფნა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით.