საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 19 თებერვალს გაიმართა საქართველოს ელჩის მარიამ რაქვიაშვილის შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრთან კლარა დოსტალოვასთან.

2019 წლის 19 თებერვალს გაიმართა საქართველოს ელჩის მარიამ რაქვიაშვილის შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრთან კლარა დოსტალოვასთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონალური განვითარების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ურთიერთობების განვითარებას ორი ქვეყნის ტურიზმის სააგენტოებს შორის. დადებითად შეფასდა ჩეხეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდა. აღნიშნული ტენდენციის შესანარჩუნებლად, მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტული ღონისძიებების რეალიზებაზე.
ქ-ნმა დოსტალოვამ საქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვა..