საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მ/წლის 11 თებერვალს, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ალეშ ხმელარჟთან.

მ/წლის 11 თებერვალს, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ალეშ ხმელარჟთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკა, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. გამოითქვა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების დაგეგმვის მზაობა. ამასთან, აღინიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა მიმდინარე წელს უმასპინძლოს საგარეო უწყებებს შორის ომხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მომდევნო რაუნდს.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ დღის წესრიგს და ამ მიმართულებით, სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და გამოწვევებს.

ალეშ ხმელარჟმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პროგრესს ევროკავშირსა და ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისადმი.