საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან

2019 წლის 24 იანვარს, საქართველოს ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბატონ ტომაშ პეტრჟიჩეკთან.

საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ორმხრივი ვიზიტების და შეხვედრების აქტიური დინამიკა და ხელი შეუწყონ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები და ამ მიმართულებით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩეხეთის მხარემ მადლიერებით აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული წვლილი ავღანეთის ნატო-ს მისიაში და დაადასტურა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ურყევი მხარდაჭერა.