საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა კარლის უნივერსიტეტის რექტორთან

23 იანვარს, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კარლის უნივერსიტეტის რექტორთან ბატონ ტომაშ ზიმასთან. 
მხარეები მიესალმნენ კარლის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. 
ტომაშ ზიმამ დაადასტურა, რომ მზად არის ქართულ მხარესთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.