საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რწმუნებათა სიგელების გადაცემა

6 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში, მარიამ რაქვიაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ჩეხეთის პრეზიდენტს, მილოშ ზემანს. პრეზიდენტის სასახლეში გამართული ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების დინამიკას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ დიპლომატიას და ამ მხრივ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.

ელჩმა ჩეხეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.