საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 11 ნოემბერი

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 11 ნოემბერი, სამუშაო დღის 18:00 საათი (ადგილობრივი დროით).

საკონსულო აღრიცხვის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, ჩეხეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური იმუშავებს შაბათ-კვირასაც, 10-11 ნოემბერს. 

ჩეხეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ჯერ არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, შეუძლიათ მიმართონ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge  და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

ამომრჩეველთა სიის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://voters.cec.gov.ge/

დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე: http://e.gov.ge/gqgrU
უნგრეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ჯერ არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, შეუძლიათ მიმართონ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს (ცხელი ხაზი: +36 30 469 60 33) ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge  და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

🔈ამომრჩეველთა სიის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://voters.cec.gov.ge/


დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე: http://e.gov.ge/gqgrU