საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტაჟირების კონკურსი

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2018 წლის 1 ნოემბრიდან აცხადებს  სტაჟირების კონკურსსკონკურსის შედეგად დიპლომატიურ  წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა  ექნება 1 (ერთსაუკეთესო აპლიკანტს

 

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადებაგადამზადებამათი კვალიფიკაციისამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

სტაჟირების    კონკურსში     მონაწილეობის     მიღება     შეუძლია     საქართველოს ქმედუნარიან  მოქალაქეს,  რომელიც  ფლობს სახელმწიფო  ენასარის  უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

 

საბუთები მიიღება /წლის 1 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლითელექტრონული ფოსტის მეშვეობითმისამართზე: prague.emb@mfa.gov.ge

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

-         განცხადების გადარჩევა;

-         გასაუბრება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-         ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;

-         გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

-         დაკისრებული მოვალეობების პასუხისმგებლობით შესრულება;

-         კომუნიკაბელურობა;

-         გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

-         კრიტიკული აზროვნებისა და მოვლენათა ანალიზის უნარი (სასურველია ფლობდეს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიულ ცოდნას);

-         საოფისე პროგრამების ფლობა.

 

კონკურსის თემატიკა:


-         საქართველოს კანონი "დიპლომატიური სამსახურის შესახებ";

-         1961 წლის ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ;

-         საერთაშორისო პოლიტიკის ზოგადი მიმოხილვა;

-         ჩეხეთის შიდა და საგარეო პოლიტიკის მიმოხილვა.

 

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმ ელექტრონული ფოსტის მეშვეობითმისამართზე prague.emb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი);

ბ) ავტობიოგრაფია (ხელმოწერილი);

     გ)დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

დ) პასპორტის ასლი;

        ე) ჩეხეთის რესპუბლიკაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).

ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.


კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება საქართველოს საელჩოში (მისამართი: Mlynska 22/4a, Prague 6, Czech Republic).

 

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

 

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაშისტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთრომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში

ორჯერმაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:  

 

ტელ: +420 233 311 749.

ან ელ-ფოსტის მისამართზე: prague.emb@mfa.gov.ge

წარმატებებს გისურვებთ!

განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.pdf