საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის გამოსამშვიდობებელი შეხვედრები

მ/წლის 26 სექტემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ლუკაშ კაუცკისთან. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების მაღალ დონეს და ბოლო წლების მანძილზე ორივე მხრიდან განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკას. ჩეხეთის მხარემ დაადასტურა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა.
მინისტრის მოადგილემ საქართველოს ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხში შეტანილი პირადი წვლილისათვის და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.