საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ენების ევროპული დღე

2018 წლის 26 სექტემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ენების ევროპული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში - “Speak-dating”. ღონისძიებაში მონაწილეობდა 23 ენა (ქართული, ინგლისური, ბულგარული, ჩეხური, დანიური, ესტონური, ფინური, ფრანგული, იტალიური, ლიტვური, ლატვიური, უნგრული, გერმანული, ნორვეგიული, პოლონური, პორტუგალიური, ჩინური, რუსული, ნიდერლანდური, ბოშური, ესპანური, პოლონური და შვედური). ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ჩაუტარდათ შესაბამისი ენების ხუთწუთიანი გაკვეთილები. „Speak-dating”-ის განმავლობაში ქართული ენა დიდი ინტერესით სარგებლობდა და სამოცამდე ადამიანმა სცადა ქართული სიტყვებისა და ფრაზების შესწავლა. მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ ქართული ენის შესახებ საინფორმაციო მასალები.