საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

განცხადება ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ

განცხადება
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში  სტაჟირების გავლის შესახებ

 

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2018 წლის 1 მაისიდან აცხადებს სტაჟირების კონკურს. კონკურსის შედეგად, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს. სტაჟირება დაიწყება 2018 წლის 3 სექტემბრიდან და გაგრძელდება 3 დეკემბრის ჩათვლით.  

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათ კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება მ/წლის 1 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: prague.emb@mfa.gov.ge.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: ა) წარმოდგენილი საბუთების განხილვის საფუძველზე კანდიდატის შერჩევა; ბ) გასაუბრება შერჩეულ აპლიკანტებთან; 

კონკურსის თემატიკა:

-         საქართველოს კანონი "დიპლომატიური სამსახურის შესახებ";

-         1961 წლის ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ;

-         საერთაშორისო პოლიტიკის ზოგადი მიმოხილვა;

-         ჩეხეთის შიდა და საგარეო პოლიტიკის მიმოხილვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა; გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი; დაკისრებული მოვალეობების პასუხისმგებლობით შესრულება; კომუნიკაბელურობა; გუნდური მუშაობის უნარი; დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; კრიტიკული აზროვნებისა და მოვლენათა ანალიზის უნარი (სასურველია ფლობდეს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიულ ცოდნას); საოფისე პროგრამების ფლობა.

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: prague.emb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (იხ. დანართი 2) ;

ბ) ავტობიოგრაფია (ხელმოწერილი); 

გ)დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი; 

დ) პასპორტის ასლი;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს; 

ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4);

ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება საქართველოს საელჩოში (მისამართი: Mlynska 22/4a, Prague 6, Czech Republic).

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღის შესახებ დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს. 

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: +420 233 311 749.

ან ელ-ფოსტის მისამართზე: prague.emb@mfa.gov.ge

გისურვებთ წარმატებებს!