საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ორ ქვეყანას შორის არსებული სამართლებრივი ბაზა მოიცავს ათამდე საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელთა მეშვეობით რეგულირდება ეკონომიკის, ფინანსების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტის და სხვა სფეროებში არსებული ურთიერთობები.

წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. რეგულარად იმართება შეხვედრები კომიტეტების დონეზე. ფუნქციონირებს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფები. მიღებული რეზოლუციებითა თუ დეკლარაციებით, ჩეხეთის პარლამენტს არაერთხელ დაუფიქსირებია საქართველოს სუვერენტიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა.

საქართველო ჩართულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების დახმარების პროგრამაში (ODA) და 2010–2017 წლებში, რომლის ფარგლებში ხორციელდება პროექტები ჯანდაცვის, გარემოს და ბუნებრივი რესურესების დაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური უსაფრთხოების, მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სფეროებში.

საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ვითარდება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, ძირითადად, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. ბიზნეს ურთიერთობების დინამიურ განვითარებაზე მეტყველებს 2011-2016 წლებში ჩატარებული ფორუმები და ეკონომიკური კომისიის სხდომები.

აქტიურია თანამშრომლობა განათლების სფეროში. ჩეხეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი სტიპენდიებით ქართველი სტუდენტები განათლებას იღებენ ჩეხეთის უმაღლეს სასწავლებლებში. 2016-2017 წლებისთვის, ჩეხეთის მთავრობამ ქართველი სტუდენტებისთვის 7 სტიპენდია გამოყო ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის მიმართულებით განათლების მიღების მიზნით.

2015 წელს ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტში დაარსდა ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრი და ქართული ენისა და კულტურის ისტორიის საგანი ოფიციალურად შევიდა სასწავლო პროგრამაში.

ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ჩეხეთში რეგულარულად იმართება სხვადასხვა ღონისძიება (კონცერტები, გამოფენები და სხვა).

თბილისში მდებარეობს ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერი.

ჩეხეთსა და საქართველოში დაძმობილებულია აბაშის მუნიციპალიტეტი და ქალაქი იევიჩკო.


საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო ბრუნვა

(მლნ. აშშ დოლარი)

წლები

2003

2004

2005

2006

2007

2008

ბრუნვა

5,66

13,98

27,18

48,90

59,33

64,11

ზრდა %

-

147,0

94,4

79,9

21,3

8,1

წილი

0,4

0,6

0,8

1,0

0,9

0,8

ექსპორტი

0,82

1,63

6,63

6,21

6,11

4,35

ზრდა %

-

98,8

306,7

-6,3

-1,6

-28,8

წილი

0,2

0,3

0,8

0,6

0,5

0,3

იმპორტი

4,84

12,35

20,55

42,69

53,22

59,76

ზრდა %

-

155,2

66,4

107,7

24,7

12,3

წილი

0,5

0,7

0,8

1,2

1,0

1,0

სალდო

-4,02

-10,72

-13,92

-36,48

-47,11

-55,41

ჩეხური ინვესტიციები საქართველოში

2006 წლის ივნისში საპრივატიზაციო ტენდერში გამარჯვება მოიპოვა ჩეხურმა კომპანიამ "ენერგო-პრო". კომპანია ენერგოსექტორში 427 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს, რაც მოიცავს ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასა და სადისტრიბუციო და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაციას.


ბმულები:

საქართველოს საელჩო ჩეხეთში
ჩეხეთის საელჩო საქართველოში
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ჩეხეთის პრეზიდენტი
ჩეხეთის პარლამენტი
ჩეხეთის მინისტრთა კაბინეტი