საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაიმართა რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმის “მანდარინების” ჩვენება

2022 წლის 26 აპრილს, ჩეხეთში საქართველოსა და ესტონეთის საელჩოების თანაორგანიზებით გაიმართა რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმის “მანდარინების” ჩვენება.

ფილმს ესწრებოდნენ ჩეხეთში აკრედიტებული ელჩები, დიპლომატიური მისიების და  სამინისტროების წარმომადგენლები, ესტონური და ქართული დიასპორების წევრები და სტუდენტები. ღონისძიება გახსნეს საქართველოს ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილმა და ესტონეთის ელჩმა გიტა კალმეტმა. თავიანთ მიმართვაში, ელჩებმა ხაზი გაუსვეს, ფილმის სიუჟეტის აქტუალობას უკრაინაში მიმდინარე ომის და რუსული აგრესიის კონტექსტში.

Occupied Territories of Georgia 

eVISA portal